Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერაზე No Time To Die გადაღებული კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა კომპოზიციაზე No Time To Die გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკი იქნება, რომელიც ეკრანებზე 20 ნოემბერს გამოვა.

ბილი აილიში: ექვსი თვეა, მეგობრებს არ ჩავხუტებივარ, თქვენ კი წვეულებებზე ერთობით

ნახეთ: ბილი აილიშმა Bershka-სთან ერთად ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

შავ-თეთრი ვიდეორგოლის ავტორი დანიელ კლეიმანი გახლავთ. კლიპში ჯეიმს ბონდის ახალი ფილმიდან კადრებია გამოყენებული.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული