Thumbnail

ნახეთ: The Mountain Goats კომპოზიციის Get Famous კლიპს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა The Mountain Goats კომპოზიციაზე Get Famous შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი დევიდ ჰოლანდერი გახლავთ. ტრეკი კოლექტივის მომავალ ალბომში Getting into Knives იქნება წარმოდგენილი, რომელიც 23 ოქტომბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: The Mountain Goats - As Many Candles As Possible

მოუსმინეთ: The Mountain Goats ალბომს Songs for Pierre Chuvin ავრცელებს

The Mountain Goats კალიფორნიაში 1991 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 18 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია This Year და Woke Up New. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ინდი ფოლკს, ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული