Thumbnail

ემინემის თაყვანისმცემელმა ტატუების რაოდენობით გინესის რეკორდი დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის თაყვანისმცემელმა, შოტლანდიაში მცხოვრებმა, ნიკი პატერსონმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც ადამიანმა, რომელსაც ერთ მუსიკოსის ყველაზე მეტი პორტრეტი აქვს ამოსვირინგებული. როგორც BBC წერს, ნიკიმ, რომელიც მანიკურის სპეციალისტია, საყვარელი არტისტის ფოტოების სხეულზე დახატვა სამი წლის წინ დაიწყო.

დეტექტივი: ემინემის სახლში შეჭრილი მამაკაცი მის მოკვლას აპირებდა

რუსმა თინეიჯერმა ათობით ტატუ გაიკეთა, რათა Tekashi 6ix9ine-ს დამსგავსებოდა

ნიკის თქმით, ემინემთან დაკავშირებული ტატუ პირველად 19 წლის ასაკში დაიხატა. დღეს ის 35 წლისაა და ჯამში 52 სვირინგი აქვს, რომელთა შორის ოცდარვაც სწორედ რეპერის შთაგონებით გაიკეთა მხრებზე, ფეხებზე, გულმკერდსა და თითებზე.

"14 წლის ვიყავი, როცა მის ტრეკს Stan მოვუსმინე. მანამდე მსგავსი არაფერი მქონდა გაგონილი. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ ტატუებით დავინტერესდი. პორტრეტების ამოსვირინგება სამი წლის წინ დავიწყე. ძალიან მომეწონა და ნელ-ნელა დავიმატე. ემინემი ერთადერთია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ჩრდილს ვერაფერი აყენებს. მისი პერფორმანსი ლაივშიც მინახავს", - ამბობს ნიკი პატერსონი.

BBC-ის ცნობით, ნიკიმ ჯერ კიდევ მაშინ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როცა ემინემის 15 პორტრეტი ჰქონდა ამოსვირინგებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული