Thumbnail

Big Sean: სლეშმა სახლი მომყიდა და თავის ქალებიც დამიტოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ მაიკლ ლეონარდმა, ფსევდონიმით Big Sean, 2017 წელს ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N’ Roses-ის გიტარისტის, სლეშის ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი შეიძინა 8,7 მილიონ დოლარად. როგორც გამოცემა NME-სთან ინტერვიუში რეპერმა აღნიშნა, ყიდვის შემდეგ მან შენობა გაარემონტა, თუმცა, იმის ნიშნად, რომ იქ წარსულში როკ ვარსკვლავი ცხოვრობდა, ისეთი ნივთები დატოვა ხელუხლებელი, როგორიცაა, მაგალითად, კედელზე ჩამოკიდებული თავის ქალები.

ნახეთ: Tee Grizzley და Big Sean კლიპში Trenches

"სლეშის ბავშვობის საწოლიც კი მაქვს. ეს ნამდვილი როკ ვარსკვლავის სახლია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სიგიჟეა - შიგნით ღამის კლუბიც კი არის. მთლიანი სახლი განვაახლე, მაგრამ იმ სივრცისთვის ხელი არ მიხლია იმის მიუხედავად, რომ კლუბების მოყვარული საერთოდ არ ვარ. კედელზე ჩამოკიდებული თავის ქალებიც დავტოვე ისე, როგორც იყო. იქ აგრეთვე ფერადი კარი და უზარმაზარი ნახატია ერთ-ერთი კიბის თავზე ჩამოკიდებული. რაღაცებს ხელი იმიტომ არ ვახლე, რომ მერე თავი მომეწონებინა და ჩემი სტუმებისთვის მეთქვა - იცი, ეს სლეშის არის", - ამბობს 32 წლის მუსიკოსი.

1022 კვ.მ. ფართობის სახლში 7 საძინებელი, 8 სველი წერტილი და კინოთეატრი, გამწვანებულ ეზოში კი აუზია განთავსებული.

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივ ნამუშევარზე Double Or Nothing ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული