Thumbnail

კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ახალ კომპოზიციას Body Bag ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი არტისტი Yungblud და როკ ჯგუფის The Used ფრონტმენი, ბერტ მაკკრეკენი მონაწილეობენ.

ნახეთ: Machine Gun Kelly კლიპს Drunk Face ავრცელებს

Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული