Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსის, თაი სეგალის ჯგუფმა Fuzz ახალი კომპოზიცია Spit და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში 'III' შევა, რომელსაც ბენდი 5-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 23 ოქტომბერს გაავრცელებს.

მოუსმინეთ: Fuzz - Returning

თაი სეგალმა ჯგუფი Fuzz 2011 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა კოლექტივისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2015 წელს კი მუსიკოსებმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი II გამოსცეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული