Thumbnail

ამერიკელი პროდიუსერი, გრეგ მაიკლ ჯილისი, სასცენო სახელით Girl Talk, ახალ კომპოზიციას Fallin' ავრცელებს. ჩანაწერში ფრანგული წარმოშობის ნიუ იორკელი რეპერი, აბას ჰამადი, ფსევდონიმით Bas მონაწილეობს. სინგლის გამოქვეყნებასთან ერთად ჯილისმა ორი ალბომის Feed the Animals (2008) და All Day (2010) ფირფიტაზე გამოცემაც დააანონსა.

Girl Talk-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Secret Diary გაავრცელა. პროდიუსერს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ჯილისი კარიერის საწყის ეტაპზე ექსპერიმენტულ მუსიკასა და გლიჩში მოღვაწეობდა, მომდევნო წლებში კი არტისტმა ჰიპ ჰოპ შემსრულებლებთან დაიწყო თანამშრომლობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული