Thumbnail

მოუსმინეთ: დემი ლოვატომ საქმროსთან დაშორებას სიმღერა Still Have Me მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ თავის საქმროსთან, მომღერალთან და მსახიობთან, მაქს ერიხთან დაშორებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ახალი კომპოზიცია Still Have Me გაავრცელა. ნამუშევარში დემი საკუთარ განცდებზე საუბრობს.

ნახეთ: Marshmello & Demi Lovato - OK Not To Be OK

დემი ლოვატო: სელენა გომესთან აღარ ვმეგობრობ

"ჩემ ირგვლივ ქაოსია და კვლავ გულგატეხილი ვარ,
მაგრამ ვცდილობ, დაბრუნების გზა ვიპოვო", - მღერის ლოვატო.

I'm a mess and I'm still broken
But I'm finding my way back.

დემი ლოვატოსა და მაქს ერიხის დაშორების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ისინი ივლისში დაინიშნენ.

ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული