Thumbnail

ლეგენდარული ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Public Enemy, რომელიც მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით What You Gonna Do When The Grid Goes Down? დაუბრუნდა, სტივენ კოლბერის შოუს ესტუმრა. სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა, Chuck D-მ და Flavor Flav-მა კომპოზიცია Grid შეასრულეს. ვეტერანი ემსიების პერფორმანსში მონაწილეობა კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის, Cypress Hill-ის წევრმა, ბი-რეალმა და ფანქ მუსიკის ერთ-ერთმა ინოვატორმა, ჯორჯ კლინტონმა მიიღეს.

მოუსმინეთ: ჯგუფი Public Enemy ახალი ალბომით დაბრუნდა

ნახეთ: Public Enemy საპროტესტო კომპოზიციას State Of The Union ავრცელებს

Public Enemy ნიუ იორკში 1985 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსები კომპოზიციებში ხშირად აჟღერებენ პოლიტიკური შინაარსის მესიჯებს. ისინი აკრიტიკებენ ამერიკულ მედიას, აპროტესტებენ სისტემურ ძალადობას და აფროამერიკელთა მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. 2013 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს, 2019 წელს კი მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არტისტებს გრემის პრესტიჟული ჯილდო გადაეცათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული