Thumbnail

ნახეთ: Westside Gunn ალბომის გამოშვებამდე დოკუმენტურ ვიდეოს აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰიპ გაერთიანება Griselda-ს დამფუძნებელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, რომელიც ალბომის Who Made the Sunshine გამოსაშვებად ემზადება, სტუდიური ჩანაწერის გარშემო შექმნილი დოკუმენტური ვიდეო გამოაქვეყნა. 10-წუთიან მასალას ანდერგრაუნდ რეპერის დედის, ქონის ინტერვიუ გასდევს, რომელიც მაყურებლებს შვილის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოუთხრობს. კადრები აშშ-ის სამხრეთში, ალაბამაშია გადაღებული, სადაც ელვინი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ნახეთ: Westside Gunn-ის მომავალ ალბომში ბასთა რაიმსი და სლიქ რიქი მონაწილეობენ

Westside Gunn: სამ თვეში კარიერას დავასრულებ

ნახეთ: Westside Gunn-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

Who Made the Sunshine ვესთსაიდის პირველი ალბომია, რომელსაც ლეიბლი Shady Records გამოსცემს. ის გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება "გრიზელდა" ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული