Thumbnail

Cardi B: ქალი რეპერებისგან ყოველთვის მეტს მოითხოვენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ რადიოსადგურ SiriusXM-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ, მამაკაცი რეპერებისგან განსხვავებით, ქალები წნეხის ქვეშ არიან, რადგანაც მათგან მუდმივად ახალ ნამუშევრებს მოითხოვენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ პაუზა აიღეს, ხალხი ფიქრობს, რომ აქტუალურობა აქვთ დაკარგული.

ნახეთ: Cardi B-ს კლიპი WAP დისნეის პერსონაჟების მონაწილეობით

Cardi B: ოფსეტთან დაშორების შემდეგ შეტყობინებები გადამევსო, პაემნებზე მეპატიჟებიან

Cardi B: ვერ დაველოდებოდი, Offset კიდევ როდის მიღალატებდა

"ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ახალი კომპოზიცია გამოვუშვი და გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი დამესვენა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი სხვადასხვა ჭორს იგონებდა - თითქოს პრობლემები მქონდა ლეიბლთან, დაიღალნენ ჩემით და უფრო ნიჭიერ მუსიკოსებს ეძებდნენ; თითქოს აქტუალურობა დავკარგე და ა.შ. არა, ეს ასე არ არის. მათ პირიქით სურთ, რომ არტისტმა რაც შეიძლება, მეტი ტრეკი ჩაწეროს. ქალი რეპერები ყოველთვის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არიან. თუ მუდმივად ზემოთ არ ტივტივებ, ესე იგი აღარავის აინტერესებ.

შესაძლოა, შენმა ტრეკმა ორმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახუროს და მაინც იგივე თქვან. ეს არაა ნორმალური. კაცი ჰიპ ჰოპ არტისტების შემთხვევაში ასე არ ხდება. მათ შესაძლოა, წლობით ჰქონდეთ პაუზა და საერთოდ არაფერი მოსთხოვონ. ჩემზეც ასე იყო, 9 თვე გაჩერებული ვიყავი და ეგრევე ჩამომწერეს. კომპოზიციას არ გამოვუშვებ მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე გამოვუშვა, ის ძალიან უნდა მომწონდეს", - აღნიშნა ქარდიმ.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული