Thumbnail

ნახეთ: BTS-მა ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია Black Swan შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა კოლექტივმა BTS ცნობილი ამერიკელი წამყვანის, ჯიმი ფელონის ღამის შოუში 2020 წელს გავრცელებული ალბომის Map of the Soul: 7 ერთ-ერთი სინგლი Black Swan შეასრულა. ეს მესამე პერფორმანსი იყო, რომელიც გადაცემაში "ბითიესის" კვირეულის ფარგლებში შედგა.

ნახეთ: BTS ჟურნალ Variety-ს ახალ ფოტოსესიაში

ნახეთ: BTS-ის პერფორმანსები ჯიმი ფელონის შოუში

BTS-ის მომავალი ალბომის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა

ბიჭები გადაცემის მთავარი სტუმრებიც იყვნენ. როგორც ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანმა აღნიშნა, მას გული უგრძნობს, რომ წელს "ბითიესი" გრემის ნომინაციას მიიღებს. ფელონის კითხვაზე - რას ნიშნავს მათთვის გრემის ჯილდო, კოლექტივის წევრმა, არემმა უპასუხა:

"გრემი ნამდვილად ყველაზე საპატიო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც არტისტის მნიშვნელობის საზომია. ჩვენ ამ ღონისძიების ყურებაში გავიზარდეთ, განსაკუთრებით 2009 წლის ცერემონია მახსოვს, როცა კოსტიუმებში გამოწყობილი T.I.-ს, Jay-Z-სა და M.I.A.-ს პერფორმანსი შედგა. ასე რომ, BTS-ის იმ სცენაზე გამოსვლა სოლო პერფორმანსით, საკუთარი სიმღერის შესრულება და გრემის მოგება ის ოცნებაა, რომელიც ჩვენში ბუნებრივად აღმოცენდა. ამ ჯილდოს მოპოვებამ ისეთ რთულ დროებაში, როგორიც დღესაა, შესაძლოა, ბევრ ადამიანს დიდი იმედი გაუჩინოს. განსაკუთრებით ჩვენს თაყვანისმცემლებს და შენ, ჯიმი", - მიმართა არემმა წამყვანს ხუმრობით.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული