ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიბი ბრიჯერსმა სეთ მეიერსის ღამის შოუში ბოლო ალბომში Punisher შესული კომპოზიცია I Know The End შეასრულა. რეჟისორმა, ჯეისონ ლესტერმა პერფორმანსი ერთ-ერთ თეატრში უწყვეტი კადრით გადაიღო.
► ნახეთ: ფიბი ბრიჯერსი გადაცემაში Tiny Desk Concert
► ნახეთ: ფიბი ბრიჯერსმა და არლო პარკსმა Radiohead-ის Fake Plastic Trees შეასრულეს
ფიბიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Stranger in the Alps გაავრცელა. 2020 წელს კი არტისტმა მორიგი სტუდიური ჩანაწერი Punisher გამოაქვეყნა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Motion Sickness და Funeral.
კომენტარები