Thumbnail

ცნობილი გაერთიანების Dreamville წევრი, არენბი მუსიკოსი, არი ლენოქსი ახალ კომპოზიციას Chocolate Pomegranate ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერები Vintage Vandals და Elite არიან. აღსანიშნავია, რომ არიმ ხსენებული ჩანაწერი პირველად მედიაპლატფორის Genius გადაცემაში Open Mic გააჟღერა.

ნახეთ: არი ლენოქსმა კომპოზიცია Chocolate Pomegranate შეასრულა

ნახეთ: არი ლენოქსი გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

არი ლენოქსმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ნეო სოულისა და არენბის შემსრულებელი ცნობილი რეპერის, ჯერმეინ ქოულის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს Dreamville 2015 წელს შეუერთდა და გაერთიანების კომპილაციური ალბომების Revenge Of The Dreamers მეორე და მესამე ნაწილში მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Pho გაავრცელა. 2019 წლის მაისში კი სადებიუტო ალბომი Shea Butter Baby გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული