Thumbnail

ნახეთ: თორი ლეინზი კლიპს Most High ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ტორონტოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დეისთარ პეტერსონმა, სასცენო სახელით Tory Lanez, კომპოზიციაზე Most High გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი კანადელი მუსიკოსის ახალგავრცელებული ალბომის DAYSTAR ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Tory Lanez ალბომს DAYSTAR ავრცელებს

Megan Thee Stallion თორი ლეინზს: ნუ იტყუები, იარაღიდან შენ მესროლე და დამჭერი

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 240 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 18 მიქსტეიპი და 3 EP ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული