Thumbnail

კალიფორნიელი მუსიკოსი Jim-E Stack ახალ კომპოზიციას Jeanie ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Ephemera შევა, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა. ჩანაწერში ინდი ფოლკ ჯგუფის Bon Iver ფრონტმენი, ჯასტინ ვერნონი მონაწილეობს.

ჯეიმს ჰარმონ სთექმა, სასცენო სახელით Jim-E Stack, მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Tell Me I Belong გაავრცელა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, ინდი პოპსა და ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული