Thumbnail

MGK: ჰიპ ჰოპი არ მიმიტოვებია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა რეპერმა და მსახიობმა, კოლსონ ბეიკერმა, იგივე Machine Gun Kelly-მ მისივე მონაწილეობით შექმნილი ფილმის Project Power სხვა მსახიობებთან ონლაინ ჩართვის საშუალებით ისაუბრა. მეშინ გან ქელის, რომელმაც ახლახან პოპ როკ ალბომი Tickets To My Downfall გამოუშვა, ჰკითხეს, ხომ არ მიატოვა ჰიპ ჰოპი.

MGK ემინემზე: ყველაზე მეტად არ მსურს, რომ გაბრაზებული ლეგენდა ვიყო

"არა, მე ჰიპ ჰოპიდან წასვლას არ ვაპირებ. თუმცა, ანდრე 3000-ს ვეთანხმები - რეპი ახალგაზრდულ ასაკში უნდა შექმნა. მუსიკაზე სამუშაოდ შესაბამისი განწყობაა საჭირო. ახლა კი თავს ისე არ ვგრძნობდი, რომ რეპ ალბომი ჩამეწერა.

30 წელი ცოტა ხნის წინ შემისრულდა, ამიტომაც, ჰიპ ჰოპში თავით ვარ გადაშვებული. არ ვფიქრობ, რომ აქ ჩემი საქმე დავამთავრე. არ მგონია პრობლემა, თუ მუსიკოსი თავს სხვადასხვა ჟანრში მოსინჯავს. რადგან ჩემი წინა ოთხი ალბომი ჰიპ ჰოპია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგიც აუცილებლად ამ მიმდინარეობის უნდა იყოს", - განაცხადა ქელიმ.

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული