Thumbnail

ნახეთ: Halsey-მ საკუთარ დაბადების დღეზე კლიპი "929" გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავ ჰოლზის 29 სექტემბერს 26 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა დაბადების დღეზე კომპოზიციაზე "929" გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეოში მომღერლის ბავშვობის კადრებია გამოყენებული. ტრეკი მის ბოლო ალბომში Manic არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოიცა.

Halsey: თუ თანაგრძნობის გამოჩენა არ შეგიძლია, ჩუმად მაინც იყავი

ნახეთ: Halsey-მ Juice WRLD-ის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული