Thumbnail

ელექტრონულმა მუსიკოსმა ნიკა ჯორბენაძემ, სასცენო სახელით Sarasvat, ახალი კომპოზიცია Unforgettable White გაავრცელა. სინგლი პროდიუსერის ამავე სახელწოდების სტუდიურ ნამუშევარში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 1 ოქტომბერს ქართულ ლეიბლზე TIS Records გამოიცემა.

Sarasvat თბილისელი არტისტია, რომლის ნამუშევრებიც ძირითადად ტექნო და ესიდ ჟღერადობით ხასიათდება. 2018 წელს მუსიკოსმა იტალიურ ლეიბლზე Land of Dance Records სადებიუტო რელიზი Rave 4 Freedom გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული