Thumbnail

ნახეთ: Murman Tsuladze სიმღერაზე "აბრეშუმი" გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულ-ფრანგულმა ჯგუფმა Murman Tsuladze კომპოზიციაზე "აბრეშუმი" (La Soie) გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპის ავტორები ლიონელ ჟუსერე და ბენდის ფრონტმენი, მურმან წულაძე არიან. სინგლი კოლექტივის პირველ სტუდიურ ნამუშევარში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა.

პროექტი Murman Tsuladze 2016 წელს მურმან წულაძემ ბრიუსელში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მას ფრანგული ჯგუფის, La Femme-ის წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი, ფსევდონიმით ზაური და პარიზული ტექნო დუეტის, Mundopal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიქტორ გასკონი, სასცენო სახელით კრიკორი შეუერთდნენ. ბენდს კონცერტები ისეთ ქვეყნებში აქვს გამართული, როგორებიცაა: საქართველო, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, მაროკო, შვეიცარია და სერბეთი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული