Thumbnail

ნახეთ: Purity Ring-მა Alice DJ-ის ჰიტის Better Off Alone ქავერ ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადური ელექტროპოპ ბენდი Purity Ring ვიდეორგოლთან ერთად ჰოლანდიური ევროდენს პროექტის, Alice Deejay-ს ჰიტის Better Off Alone ქავერ ვერსიას ავრცელებს. კლიპის ავტორი რეჟისორი ენდრიუ ბარშილონი გახლავთ.

მოუსმინეთ: Purity Ring - Peacefall | Pink Lightning

Better Off Alone "ელის დიჯეის" ყველაზე ცნობილი ტრეკია, რომელიც 1998 წელს გამოიცა. სინგლი კოლექტივის სადებიუტო ალბომში Who Needs Guitars Anyway? შედის, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა.

Purity Ring კანადის ქალაქ ედმონტონში 2010 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Shrines გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსების შემოქმედება ელექტროპოპს, სინთპოპსა და ტრიპ ჰოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული