Thumbnail

ნახეთ: "გუჩის" რეკლამაში Iggy Pop, ASAP Rocky და Tyler, the Creator მონაწილეობენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იტალიური მოდის სახლი Gucci კამპანიის Gucci Tailoring ახალ სარეკლამო ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი Iggy Pop, აგრეთვე ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტები ASAP Rocky და Tyler, The Creator მონაწილეობენ. ვიდეორგოლი რეჟისორმა და ფოტოგრაფმა, ჰარმონი კოლინმა ჯერ კიდევ თებერვალში გადაიღო. კადრებს ფრანგი მუსიკოსის, Cerrone-ის კომპოზიცია Supernature ადევს ფონად.

ნახეთ: A$AP Rocky და რიანა Fenty Skin-ის სარეკლამო ვიდეოში

მოუსმინეთ: Lil Yachty - T.D FT. ASAP Rocky, Tyler, The Creator, Tierra Whack

ნახეთ: Iggy Pop-მა კომპოზიციის The Passenger კლიპი გაავრცელა

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩაცმის სიყვარულს ადამიანებს შორის ენის გამონახვა და მათი საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანება შეუძლია. შესანიშნავია ამ სამი მამაკაცის ერთად ხილვა - ისინი თითქოს სხვადასხვანაირები არიან, თუმცა, სინამდვილეში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს", - ამბობს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე.

მუსიკოსებმა ბრენდის ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა. მათ სურათები ჰარმონი კოლინმა გადაუღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული