Thumbnail

ნახეთ: Westside Gunn-ის მომავალ ალბომში ბასთა რაიმსი და სლიქ რიქი მონაწილეობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ჰიპ ჰიპ გაერთიანება "გრიზელდას" დამფუძნებელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, მომავალი ალბომის WHO MADE THE SUNSHINE ტრეკლისტი გამოაქვეყნა. ბუფალოელი ემსის სტუდიური ნამუშევარი 2 ოქტომბერს ლეგენდარული ემინემის ლეიბლის მხარდაჭერით გამოიცემა. ეს Shady Records-ში განის სადებიუტო ჩანაწერი იქნება.

Westside Gunn: სამ თვეში კარიერას დავასრულებ

ნახეთ: Westside Gunn-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

მოუსმინეთ: Westside Gunn ახალ ალბომს FLYGOD Is An Awesome God II ავრცელებს

სტუდიური ალბომი 11 კომპოზიციას აერთიანებს. ელვინის ნამუშევარში მონაწილეობა რამდენიმე გავლენიანმა ვეტერანმა მუსიკოსმა, მათ შორის ბასთა რაიმსმა, სლიქ რიქმა, ბლექ თოთმა, ალქემისთმა და ჯასთ ბლეიზმა მიიღეს. ვესთსაიდმა ტრადიციულად "გრიზელდას" წევრებთანაც ითანამშრომლა. მათ გარდა რეპერის სტუდიურ ჩანაწერში ნიუ იორკული ანდერგრაუნდის არაერთ წარმომადგენელს შეხვდებით.

აღსანიშნავია, რომ ალბომის გარეკანზე წარმოდგენილი ნახატის ავტორი რეპერის 7 წლის გოგონა გახლავთ. ტრეკლისტის გამოქვეყნებისას განმა განაცხადა, რომ "შეიდი რექორდსში" მსგავსი ჟღერადობის ჰიპ ჰოპი ჯერ არ მოუსმენიათ.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული