კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, განაგრძობს ახალგავრცელებული პოპ როკ ალბომის Tickets To My Downfall პრომოუშენს და მსმენელს კომპოზიციაზე Drunk Face გადაღებულ კლიპს სთავაზობს. ჩანაწერის ერთ-ერთი პროდიუსერი, ცნობილი დრამერი, ტრევის ბარკერი გახლავთ, რომელთანაც ქელი ბოლო წლებში ხშირად თანამშრომლობს.
► Machine Gun Kelly: მეგან ფოქსი ჩემი პირველი სიყვარულია
► ნახეთ: Machine Gun Kelly კომპოზიციის My Ex's Best Friend კლიპს ავრცელებს
► MGK ემინემზე: ყველაზე მეტად არ მსურს, რომ გაბრაზებული ლეგენდა ვიყო
კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.
კომენტარები