Thumbnail

ნახეთ: The xx-ის წევრი, რომი მედლი კროფტი სადებიუტო ტრეკს Lifetime ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფის The xx წევრი, რომი მედლი კროფტი სადებიუტო სოლო კომპოზიციას Lifetime და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკის ინსტრუმენტალზე ინგლისელმა პროდიუსერმა, ფრედ გიბსონმა, ფსევდონიმით Fred again.. და იტალიელმა მუსიკოსმა, მარტა სალონიმ იმუშავეს.

რომი მედლი კროფტმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს ჯგუფში The xx დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი xx გაავრცელა. მედლის ბენდთან ერთად ამ დრომდე 3 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ამ ეტაპზე არტისტი პირველ სოლო ჩანაწერზე მუშაობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული