Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯასტინ ბროდრიკმა, ექსპერიმენტული პროექტის Jesu ფარგლებში, ახალი კომპოზიცია When I Was Small გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ სოლო ალბომში Terminus იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ბროდრიკი, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 13 ნოემბერს გამოსცემს.

ჯასტინ ბროდრიკმა შემოქმედებითი კარიერა ინდასტრიალ მეტალ ჯგუფში Godflesh დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე კოლექტივთან ერთად 8 ალბომი აქვს გამოცემული. პროექტი Jesu კი არტისტმა 2003 წელს შექმნა. ამ ფსევდონიმით ჯასტინს დღემდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული