Thumbnail

Cardi B და BLACKPINK ერთობლივ კომპოზიციას Bet You Wanna გამოუშვებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BLACKPINK მომავალი ალბომის სახელწოდებით The Album ტრეკლისტი გაავრცელა. ერთ-ერთ კომპოზიციაში Bet You Wanna გოგონებთან ერთად ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი მონაწილეობს.

BLACKPINK და სელენა გომესი სიმღერაზე Ice Cream შექმნილ ანიმაციურ კლიპს ავრცელებენ

ნახეთ: Anitta - Me Gusta Ft. Cardi B & Myke Towers

მოუსმინეთ: Quavo - Champagne Rosé Feat. Madonna & Cardi B

რეპერმა "ბლექფინქთან" კოლაბორაციული ნამუშევრის ჩაწერის შესახებ ინფორმაცია ტვიტერის საშუალებით დაადასტურა.

"არაჩვეულებრივი სიმღერაა. ბარდიფინქი თქვენ წინაშე".

როგორც ტრეკლისტის პოსტერიდან ირკვევა, სიმღერის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ამერიკული პოპ როკ ჯგუფის, OneRepublic-ის ვოკალისტმა, რაიან ტედერმა, რომელსაც ისეთი ჰიტების შექმნაზე უმუშავია, როგორებიცაა: Beyonce-ს Halo და ლეონა ლევისის Bleeding Love.

"ბლექფინქის" სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება. ალბომისთვის გოგონებმა ამერიკელ პოპვარსკვლავ სელენა გომესთანაც ითანამშრომლეს კომპოზიციაზე Ice Cream, რომელიც 28 აგვისტოს გავრცელდა.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული