Thumbnail

Lil Yachty მანქანის 240 კმ/სთ სიჩქარით მართვის გამო დააკავეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სამართალდამცველებმა ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენელი, მაილს პარკს მაქკალუმი, ფსევდონიმით Lil Yachty, მშობლიურ ქალაქ ატლანტაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. მუსიკოსი თავისი ლეიბლის Quality Control Music პრეზიდენტის, პიერ ტომასის მიერ ნაჩუქარ თეთრი ფერის "ფერარის" მარკის ავტომობილს 240 კმ/სთ სიჩქარით მართავდა. პოლიციამ ლილ იარი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, მანქანა კი მის მეგობარს გადაეცა. ინფორმაცია ადგილობრივმა ტელეკომპანიამ WSB-TV გაავრცელა.

მოუსმინეთ: Lil Yachty ალბომს Lil Boat 3 ავრცელებს

ნახეთ: Lil Yachty და Future კლიპში Pardon Me

ნახეთ: Lil Yachty - Split | Whole Time

ატლანტელი რეპერი მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

I’m not in jail

A post shared by ^CONCRETE BOY BOAT^ (@lilyachty) on

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში არტისტმა ატლანტაში, კოკისპირული წვიმის დროს, საჭე ვერ დაიმორჩილა, თავისი წითელი "ფერარით" მოსრიალდა და კედელს შეასკდა.

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული