Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმი The World’s a Little Blurry 2021 წელს გამოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Billie Eilish: The World’s a Little Blurry დააანონსა. სურათი კინოეკრანებსა და პლატფორმა Apple TV-ის ეთერში 2021 წლის თებერვალში გამოვა. ნამუშევრის რეჟისორი არ ჯეი ქათლერი გახლავთ, რომელიც ემის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

ბილი აილიში: ექვსი თვეა, მეგობრებს არ ჩავხუტებივარ, თქვენ კი წვეულებებზე ერთობით

ნახეთ: ბილი აილიშმა Bershka-სთან ერთად ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

ბილი აილიშმა განმარტა, რატომ არ საუბრობს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე

ფილმზე კომპანია Apple-მა ბილი აილიშის ლეიბლ Interscope Records-თან ერთად იმუშავა. მომღერალმა სურათის სარეკლამო ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც მისი ბავშვობის კადრებია გამოყენებული.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული