Thumbnail

Pink Floyd-ის ნიკ მეისონი: ჩემი თაობის როკერებს ცოტა გვრცხვენია, ასე რომ გავმდიდრდით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის დრამერმა, ნიკ მეისონმა ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეუხერხულება, კოლექტივში მოღვაწეობით დიდი ქონება რომ დააგროვა. "ფინქ ფლოიდს" მსოფლიო მასშტაბით 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, რაც მის წევრებს კომერციულად ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მუსიკოსებად აქცევს.

დევიდ გილმორის 5 რჩეული კომპოზიცია Pink Floyd-ის შემოქმედებიდან

ნახეთ: როჯერ უოტერსმა Pink Floyd-ის Vera და Bring the Boys Back Home შეასრულა

ნიკ მეისონი: სიდ ბარეტის პრობლემებთან გასამკლავებლად ძალიან გამოუცდელები ვიყავით

"ჩვენი თაობის როკერებს ძალიან გაუმართლათ. მგონი, ცოტა ყველას გვრცხვენია იმის გამო, რომ ამხელა სიმდიდრე დავაგროვეთ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

მეისონისვე თქმით, კოლექტივმა გადაწყვიტა, 1960-იან წლებში ფსიქოდელიური როკის მზარდი პოპულარობიდან თავადაც მიეღო სარგებელი.

"გადავწყვიტეთ, ამ ფურგონზე ჩვენც შევმხტარიყავით. ახლაც ვერ ვხვდები ბოლომდე, ამას როგორ მივაღწიეთ ასეთი თავისუფალი ექსპერიმენტებით. ჩვენი თავი არენბი ბენდი გვეგონა, რომელიც ჰიტებს ასრულებს. სახალისო იყო", - ამბობს მუსიკოსი.

Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 943 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული