Thumbnail

ალბომის Savage Mode II გამოქვეყნების თარიღი ცნობილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენლების, შაია აბრაამ-ჯოზეფის, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინის, სასცენო სახელით Metro Boomin, წარმატებული კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევრის Savage Mode მეორე ნაწილი ორ ოქტომბერს გამოიცემა. იუთუბზე არტისტებმა ჩანაწერის თრეილერი გამოაქვეყნეს, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ცნობილმა მსახიობმა, მორგან ფრიმენმა მიიღო.

ლილ უეინი: მეგონა, 21 Savage ჯგუფი იყო და მასში 21 პატარა რეპერი წევრიანდებოდა

Metro Boomin: რეპერები ხარისხიანი მუსიკის შექმნას აღარ ცდილობენ

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode-მა შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული