Thumbnail

"მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ" - ჯენიფერ ლოპესს შვილმა სიურპრიზი დაახვედრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ში 25 სექტემბერს მშობლებისა და მათი გოგონების ნაციონალური დღე აღინიშნა. ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც 12 წლის შვილი, ემა დედას ამ დღეს ულოცავს. "ჩემი გული და სიხარული ხარ", - დაასათაურა მუსიკოსმა პოსტი.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და მალუმამ კლიპი Pa Ti + Lonely გაავრცელეს

ჯენიფერ ლოპესი: ბავშვობაში მუდმივად დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი

ნახეთ, როგორ აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა 51-ე დაბადების დღე

როგორც ვიდეოდან ირკვევა, სახლში მარტო მყოფმა გოგონამ გადაწყვიტა, შინ დაბრუნებული მშობლისთვის სიურპრიზად ჩანაწერი დაეხვედრებინა.

"მინდოდა, შენთვის მეთქვა, რომ მთელ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ, უკეთესს ვერც კი ვინატრებდი. ძალიან მენატრები და მიყვარხარ. ეს ვიდეო მანამ ჩავწერე, სანამ სახლში დაბრუნდებოდი, რათა სიურპრიზი გამეკეთებინა. არც კი ვიცი, უშენოდ რა მეშველება - არც არაფერი. შენ გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია, ძალიან მიყვარხარ", - მიმართავს გოგონა ჯეილოს.

აღსანიშნავია, რომ ემა დედის მსგავსად სიმღერით არის გატაცებული. გოგონა წელს აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl მოწყობილ გრანდიოზულ შოუზე დედას სცენაზეცშეურთდა და მასთან ერთად სიმღერა Let's Get Loud შეასრულა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული