Thumbnail

ნახეთ: Crash Bandicoot-ის ახალ რეკლამაში Quavo მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ვიდეოთამაშის Crash Bandicoot ახალი ნაწილის Crash Bandicoot 4: It's About Time პრომოუშენის ფარგლებში 30-წამიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პოპულარული თრეფ გაერთიანების, Migos-ის წევრი, ქუევო მონაწილეობს.

ნახეთ: DaBaby და Quavo კლიპში Pick Up

ქუევო: მილიონს ჩამოვდივარ, Migos წლის საუკეთესო ალბომს გამოუშვებს

რეკლამაში ქუევო მთავარ პერსონაჟთან ერთად თამაშის განახლებული ვერსიის შესახებ რეპავს. Crash Bandicoot 4: It's About Time 2 ოქტომბერს PS4-სა და Xbox One-ზე გამოვა.

ქუევომ მუსიკალური კარიერა 2008 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება "მიგოსში" მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფმა დღემდე ოთხი ალბომი გაავრცელა, რომელთაგან ორი Culture და Culture II კომერციულად წარმატებული გამოდგა. კოლექტივის ლიდერმა 2018 წლის 12 ოქტომბერს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Quavo Huncho ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული