Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანების DigMassive იუთუბის არხზე კოლექტივის დამფუძნებლის, ჰიპ ჰოპ არტისტ სამორი ბალდეს, ფსევდონიმით Samory MC, ახალი კომპოზიცია "ამაოების" გავრცელდა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად სამორი გახლავთ. ნამუშევრის ბითი და ტექსტი 2011 წელს შეიქმნა. ტრეკი კი 2016 წელს ჩაიწერა.

ნახეთ: Samory MC - როგორ იწვის Ft. Nitepunk

მოუსმინეთ: I.G.O x Samory MC - ნახე

სამორიმ მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. არტისტი გაერთიანება DigMassive-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო შემოქმედების პარალელურად, რეპერმა დიჯეი გროტასკთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი "ძველი რესურსი" ჩამოაყალიბა, რომელმაც 2012 წელს სადებიუტო ალბომი "გონივრული მოძრაობა" გამოუშვა. შემსრულებლის პოპულარული ტრეკებია "პატივისცემა", "ხელოვნების ვნებით", "სიმაღლეზე მოწოდების" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული