Thumbnail

ფილიპინელ-ბრიტანელი მომღერალი, ბი ქრისთი, ფსევდონიმით beabadoobee, ახალ კომპოზიციას How Was Your Day და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში Fake It Flowers შევა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: beabadoobee კომპოზიციაზე Worth It გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ლონდონში მოღვაწე მუსიკოსმა პოპულარობა სიმღერით Coffee მოიპოვა. მისი პირველი EP სახელწოდებით Patched Up 2018 წელს გავრცელდა. გამოცემა NME-მ beabadoobee 2019 წლის აუცილებლად მოსასმენ არტისტებს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული