Thumbnail

ნახეთ: Gashi-მ და სტინგმა ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია Mama შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა რეპერმა ფსევდონიმით Gashi ჯიმი ფელონის შოუში ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსთან, სტინგთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Mama შეასრულა. ტრეკი გაშის ბოლო ალბომში '1984' არის წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოში გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ სტინგმა გადაცემაში ახალი დუეტების ალბომი დააანონსა. მისი თქმით, ჩანაწერში, წარსულში შექმნილ კოლაბორაციულ ნამუშევრებთან ერთად, ახალი სიმღერები იქნება წარმოდგენილი. კრებულის გამოსვლა დეკემბერშია დაგეგმილი.

გორდონ მეთიუ თომას სამნერმა, სასცენო სახელით Sting, კარიერა 1971 წელს დაიწყო. 1977 წელს მან ჯგუფი The Police ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Outlandos d'Amour გაავრცელეს. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება 1983 წლის სინგლმა Every Breath You Take მოუტანა. 5 სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 1986 წელს ჯგუფი დაიშალა. ბენდის შემოქმედება ნიუ ვეივსა და რეგეი როკს აერთიანებდა.

1985 წელს სტინგმა სადებიუტო სოლო ალბომი The Dream of the Blue Turtles გაავრცელა. სოლო კარიერის განმავლობაში მან სულ 13 სტუდიური ნამუშევარი ჩაწერა. 17 გრემის მფლობელი არტისტი საუკეთესო მუსიკოსების ასეულში არაერთმა გამოცემამ შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული