Thumbnail

50 Cent: Dr. Dre-ს შვილმა მითხრა, ენა ჩაიგდეო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent, ინსტაგრამის საშუალებით აქტიურად ეხმაურება გავლენიანი კალიფორნიელი მუსიკოსის, დოქტორ დრესა და მისი ცოლის, ნიკოლ იანგის განქორწინებასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს. ის კოლეგის მხარდასაჭერად ქალის კრიტიკასაც არ მოერიდა. როგორც აღმოჩნდა, რეპერის პოსტებმა წყვილის შვილი, 19 წლის თრული იანგი გააღიზიანა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია 50 Cent-ს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

Dr. Dre-ს ცოლი განმარტავს, რისთვის ითხოვს ქმრისგან თვეში $2 მილიონს

"Dr. Dre-ს ქალიშვილმა ახლახან მითხრა, მოკეტეო. არაფერს ვუპასუხებ, ახალ მუსიკაზე ვმუშაობ და დრე ბითების შესაქმნელად მჭირდება".

არტისტმა პოსტები მას შემდეგ გაავრცელა, რაც თრული იანგმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით რეპერი ქალთმოძულეობაში დაადანაშაულა, უვიცი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამას მხოლოდ ყურადღების მისაქცევად აკეთებს.

"ქალთმოძულეობისა და უპატივცემულობის გამოხატვა უვიცი კაცების მხრიდან აბსოლუტურად ამაზრზენი და უზნეო საქციელია. ძუკნა დაუძახო დედაჩემს, მამაჩემის ცოლს, უპატიებელი ქმედებაა. ცხადია, რომ პატივს არ გვცემთ მე და ჩემს და-ძმებს. შენი მარკეტინგული გათვლები ისეთივე მდარე და გამაღიზიანებელია, როგორიც თავად შენ ხარ. ჩემი მშობლების და ჩემი ფოტოს გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ყურადღება მიიქციო, იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში ბევრი რამ არ არის რიგზე. შენი ატანა არ მაქვს, ამის თქმა ჩემი თაობის გოგონების სახელითაც შემიძლია. შენ მხოლოდ პრობლემებს ამწვავებ. ისედაც ყველასათვის ცნობილია, როგორი **ეც ხარ, ეს ახლა თავადაც დაამტკიცე", - დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოქტორ დრეს ცოლი განქორწინების პროცესის დასრულებამდე არტისტისგან ყოველთვიური დახმარების სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, 50 Cent-მა ინსტაგრამზე დაწერა:

"ეს ძუკნები სულ გაგიჟდნენ. როგორ შეგიძლია თვეში 2 მილიონის მოთხოვნა?".

შემდეგ კი 50 Cent-მა ერთ-ერთი გამოცემის ჰედლაინი გააზიარა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ, ნიკოლ იანგის მტკიცებით, ის ქმრის ფსევდონიმსა და ალბომზე Chronic Album ფლობდა გარკვეულ საავტორო უფლებებს.

50 Cent და დრე წლებია, თანამშრომლობენ. სწორედ ეს უკანასკნელია რეპერის სადებიუტო ალბომის Get Rich or Die Tryin პროდიუსერი. დოქტორ დრეს ასევე უმუშავია არტისტის ისეთ ტრეკებზე, როგორებიცაა: P.I.M.P. You're Right, New Day და ა.შ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული