Thumbnail

ლარს ულრიხმა დაასახელა Metallica-ს სიმღერა, რომლის მოსმენაც აღარასდროს სურს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის, Metallica-ს დრამერმა, ლარს ულრიხმა გამოცემა Vulture-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ თავისი ბენდის კომპოზიციებს დიდად აღარ უსმენს. საუბრისას მან აგრეთვე დაასახელა კოლექტივის სიმღერა, რომლის მოსმენასაც აღარასდროს ისურვებდა.

ნახეთ: Metallica-ს წევრებმა ბეისბოლის მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

"არის ასეთი სიმღერა Eye of the Beholder ალბომიდან Justice. სადაც ან როცა არ უნდა მოვუსმინო, მუდმივად მიჩნდება განცდა, რომ ნაძალადევადაა შექმნილი. ეს იგივეა ოთხკუთხედ პალოს მრგვალ ხვრელში არჭობდე. გეგონება, სიმღერას ორი განსხვავებული ტემპი აქვს. ისე ჟღერს, თითქოს ორი სხვადასხვა სამყარო ერთმანეთს უპირისპირდება. უხერხული მოსასმენია ჩემთვის... ისე კი, ჩვენს ბენდს თავი მოღვაწეობის არცერთ ეტაპზე დაუზოგავს. შეიძლება, ხანდახან დაჯდე და გადაუსმინო ნამუშევრებს, თქვა, სჯობდა, ეს უკეთ გამეკეთებინაო. მაგრამ მე არ მიყვარს ასე დროის კარგვა და წარსულთან დაბრუნება. გულწრფელად რომ გითხრათ, "მეტალიკას" კომპოზიციებს დიდად არ ვუსმენ", - განაცხადა ულრიხმა.

Eye of the Beholder ჯგუფის რიგით მე-4 ალბომში ...And Justice for All არის წარმოდგენილი, რომელიც 1988 წელს გამოიცა.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული