Thumbnail

ნახეთ: უილი ნელსონმა კომპოზიციაზე Vote 'Em Out შექმნილი კლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

87 წლის ქანთრი მუსიკოსმა, უილი ნელსონმა აშშ-ში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 2018 წელს გამოცემულ კომპოზიციაზე Vote 'Em Out შექმნილი ანიმაციური ვიდეოკლიპი გაავრცელა.

ნახეთ: უილი ნელსონმა 70-ე ალბომი First Rose of Spring გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ უილი ნელსონმა ორი წლის წინ ზემოაღნიშნული სიმღერა დემოკრატი პოლიტიკოსის, ბეტო ო'რურკის მხარდასაჭერად ჩაწერა, რომელიც, აშშ-ის სენატში ადგილის მოსაპოვებლად, ტექსასის სენატორ ტედ კრუზს ებრძოდა, საბოლოოდ კი დამარცხდა.

უილი ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო. 1962 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი ...And Then I Wrote გაავრცელა. ლეგენდარულ ფოლკ მუსიკოსს ამ დრომდე 70 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ნელსონს კარიერის განმავლობაში გრემის 13 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ბოლო არტისტმა 2020 წელს საუკეთესო ქანთრი სოლო პერფორმანსის კატეგორიაში მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული