Thumbnail

მოუსმინეთ: A Certain Ratio ახალ ალბომს ACR Loco ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა A Certain Ratio ახალი, რიგით მეათე ალბომი ACR Loco გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 10 კომპოზიციას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ პოსტ პანკ ბენდმა ნამუშევარი 12-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა.

A Certain Ratio მანჩესტერის ერთ-ერთ გარეუბანში 1977 წელს შეიქმნა. 1981 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი To Each... გამოსცა. კოლექტივს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გავრცელებული. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკს, დისკოსა და ფანკის ელემენტებს შეიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული