Thumbnail

ლიდია ეინსვორთი Chic-ის სიმღერის Good Times სინთპოპ რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელი მუსიკოსი, ლიდია ეინსვორთი ნაილ როჯერსის ლეგენდარული დისკო ბენდის Chic კომპოზიციის Good Times სინთპოპ რემიქსს ავრცელებს.

Good Times ნაილ როჯერსმა 1978 წელს ჩაწერა. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Risqué შედის, რომელიც გაყიდვაში მომდევნო წელს ჩაეშვა. ნამუშევარი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გასემპლილ ტრეკად ითვლება.

ლიდიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო, 2014 წელს კი თაყვანისცემლებს სადებიუტო ალბომი Right from Real შესთავაზა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Malachite და The Road მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული