Thumbnail

ნახეთ: ბრაისონ ტილერი სიმღერაზე Right My Wrongs გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკელი არენბი შემსრულებელი, ბრაისონ ტილერი კომპოზიციაზე Right My Wrongs გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მიერ 2015 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში T R A P S O U L შედის, რომლის დელუქს ვერსიაც 25 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Bryson Tiller - Always Forever

ბრაისონ ტილერმა შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. რამდენიმე მიქსტეიპის გამოცემის შემდეგ, 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Trapsoul გაავრცელა. ნამუშევარში შესული სინგლი Exchange გრემიზეც წარადგინეს. ორი წელიწადში არტისტმა კიდევ ერთი ჩანაწერი True to Self გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული