Thumbnail

მერაია ქერიმ გაამხილა, რომ 1995 წელს გრანჟ ალბომზე იმუშავა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

29 სექტემბერს ამერიკელი პოპვარსკვლავის, მერაია ქერის ავტობიოგრაფიული წიგნი The Making of Mariah Carey გამოიცემა. მანამდე კი შემსრულებელი ნამუშევრიდან ამონარიდებს აქვეყნებს. ახლახან ტვიტერის გვერდზე მუსიკოსმა მცირე მონაკვეთი გაავრცელა, რომელშიც გაამხილა, რომ 1990-იან წლებში გრანჟ ალბომზე მუშაობდა.

სახლი, რომელიც მერაია ქერიმ კორონავირუსისგან თავის დასაცავად იქირავა

ნახეთ: მერაია ქერიმ 1990 წელს გადაღებული პერფორმანსი გაავრცელა

"როდესაც 1995 წელს ჩემს სტუდიურ ჩანაწერზე Daydream ვმუშაობდი, პარალელურად ჯგუფ Chick-თან ერთად როკ ალბომს ვწერდი. სასაცილოა, მაგრამ ასეთი პერიოდიც მქონდა. გიტარაზე ვუკრავდი. კლარისა დეინი მღეროდა. ბენდის წევრებთან ერთად გრანჟ მუსიკას ვქმნიდი. ვიყავით გაბრაზებული, აგრესიულები, გვეცვა ძველი ფეხსაცმელები, გვეკეთა ხელთათმანები. ყველაფერი გათვლილი გვქონდა. თავისუფლება მინდოდა. Daydream-ზე მუშაობის შემდეგ, ღამით მოუთმენლად ველოდი ბენდთან ერთად რეპეტიციებს", - იხსენებს მერაია.

Chick-ის ერთ-ერთი კომპოზიციის Demented ავტორი და პროდიუსერი სწორედ მერაია გახლავთ. ის აგრეთვე ტრეკში ბექვოკალს ასრულებს. ნამუშევარი ალბომში Someone’s Ugly Daughter შევიდა, რომელშიც წარმოდგენილი სიმღერები ასევე მერაიას ეკუთვნოდა.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული