Thumbnail

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტერი უოლას უმცროსმა, ფსევდონიმით Tee Grizzley, კომპოზიციაზე Trenches გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. გრიზლის ჩანაწერში მისი თანაქალაქელი სახელოვანი კოლეგა, ბიგ შონი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი არაერთი გრემის მფლობელი ჰით-ბოი გახლავთ.

ნახეთ: ბიგ შონმა რჩეული რეპერები დაასახელა

მოუსმინეთ: ბიგ შონმა ალბომი 'Detroit 2' გამოუშვა

ტერი უოლასმა მუსიკალური მორვაწეობა 2016 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ ამავე წლის ორმაგი სტატუსის მფლობელი კომპოზიციით First Day Out გაიცნო. დღეისთვის დეტროიტელი რეპერის შემოქმედებაში 2 ალბომი, 3 მიქსტეიპი და ლილ დერქთან ერთად შექმნილი სტუდიური ნამუშევარი Bloodas ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული