Thumbnail

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ზაზა ნოზაძემ, ფსევდონიმით Sf-x, ახალი კომპოზიცია "ჩემი ძმები" გაავრცელა. მის ჩანაწერში შემოქმედებითი გაერთიანების "ქსელი 56" წევრი, დუდა მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი Omar'K გახლავთ.

მოუსმინეთ: Sf-x - ჩემი მეზობელი

მოუსმინეთ: Sf-x - მეძახიან რეპერს Ft. შავი პრინცი

ნახეთ: Kriss - რა სურთ ქალებს?! Ft. SF-X & DuDa

ზაზა ნოზაძემ შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. ფართო საზოგადოებისთვის მუსიკოსი ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "ქსელი 56" მოღვაწეობით გახდა. 2018 წლის დეკემბერში რეპერმა სადებიუტო ალბომი "თბილისიდან" გაავრცელა. 2020 წლის ივლისში შემსრულებელმა მსმენელს მეორე სტუდიური ნამუშევარი "შეცვალე სამყარო" შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული