Thumbnail

ბრაიან მეი: არ ვსვამ, არ ვეწევი, ვვარჯიშობ, მაგრამ გულის შეტევა მაინც დამემართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში მიმდინარე წლის მაისში გულის შეტევის გადატანის შემდგომ გამოჯანმრთელების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტების მიღების გამო კუჭზე პრობლემები შეექმნა.

ბრაიან მეის გულის შეტევა დაემართა

"წამლების მიღების გამო, კუჭი კინაღამ გამისკდა და მოვკვდი. გულის შეტევა არტერიული დაავადების შედეგი იყო. არ ვსვამ, არ ვეწევი, არ მაქვს ქოლესტერინი მომატებული, მთელი ტურნეს განმავლობაში ვვარჯიშობდი. რატომ დამემართა შეტევა? მაინც კარგია, რომ გული მაქვს, რომელიც უკეთ მუშაობს", - ამბობს მეი.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული