Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და მალუმამ კლიპი Pa Ti + Lonely გაავრცელეს

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა და ცნობილმა კოლუმბიელმა არტისტმა, მალუმამ ორნაწილიანი კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლში ისინი კომპოზიციებს Pa Ti და Lonely ასრულებენ.

მოუსმინეთ: Maluma-მ ალბომი Papi Juancho გაავრცელა

ჯენიფერ ლოპესი: ბავშვობაში მუდმივად დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

ლათინური გრემის მფლობელმა, მალუმამ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Felices los 4 და Corazón მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული