Thumbnail

მოუსმინეთ: ვინ დიზელმა სადებიუტო სიმღერა Feel Like I Do გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ვინ დიზელმა სადებიუტო კომპოზიცია Feel Like I Do გაავრცელა. ტრეკზე მან ნორვეგიელ დიჯეისთან, Kygo-სთან ერთად იმუშავა.

"დიდი ხნის განმავლობაში გპირდებოდით, რომ კომპოზიციას ჩავწერდი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით დავტოვე კომფორტის ზონა და სიმღერა შევქმენი. მადლობა, რომ ჩემი გჯერათ. იმედი მაქვს, ჩემით იამაყებთ", - დაწერა 53 წლის ვინ დიზელმა ინსტაგრამის გვერდზე.

ვინ დიზელმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმ Fast & Furious-ში შესრულებული დომინიკ ტორეტოს როლით მოიპოვა. ის აგრეთვე გადაღებულია ისეთ ცნობილ კინოსურათებში, როგორებიცაა: xXx, Babylon A.D., Saving Private Ryan და სხვები. მარველის პოპულარულ ნამუშევრებში Guardians of the Galaxy და Avengers კი დიზელი პერსონაჟ Groot-ს ახმოვანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული