Thumbnail

იაპონელი მუსიკოსი Joji ახალ კომპოზიციას Reanimator ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი არტისტი, ივ ტუმორი მონაწილეობს. სინგლი ჯოჯის ალბომში Nectar შედის, რომელიც გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვა.

ნახეთ: Joji & Diplo - Daylight

შემსრულებლის მიერ გავრცელებული სტუდიური ნამუშევარი სულ 20 ტრეკს აერთიანებს.

ჯორჯ მილერმა პროექტი Joji 2015 წელს შექმნა. სამი წლის შემდეგ მან ფსევდონიმით Joji სადებიუტო ალბომი Ballads 1 გაავრცელა. ჯოჯის შემოქმედება არენბის, ტრიპ ჰოპსა და ლოუ ფაის აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ 2014-17 წლებში არტისტი კომედიური ხასიათის ჰიპ ჰოპ პროექტში Filthy Frank / Pink Guy მოღვაწეობდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული