Thumbnail

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Pixies ახალი კომპოზიცია Hear Me Out და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კოლექტივი სინგლს, რომელიც 2019 წელს, ალბომზე Beneath the Eyrie მუშაობისას ჩაწერა, 16 ოქტომბერს, T-Rex-ის ტრეკის Mambo Sun ქავერ ვერსიასთან ერთად 12-ინჩიან ვინილზე გამოსცემს.

მოუსმინეთ: Pixies ალბომს Beneath the Eyrie ავრცელებს

Pixies ქალაქ ბოსტონში 1986 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი Surfer Rosa გაავრცელა. 1993 წელს, ოთხი სტუდიური ნამუშევრის გამოცემის შემდეგ, ჯგუფი დაიშალა. 2004 წელს კი მუსიკოსები კვლავ შეიკრიბნენ და კიდევ ორი ჩანაწერი გამოუშვეს. Pixies-ს პოპულარობა სინგლმა Where Is My Mind მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული